ასპილიკუეტას შემდეგ, ბარსელონა მილანის ნახევარმცველის უფასო ტრანსფერის დახურვასაც ცდილობს
„მილანის“ ნახევარმცველმა, ფრანკ კესიემ, კარიერა შესაძლოა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გააგრძელოს.
Catalunya Radio-ს ინფორმაციით, კოტდიუვარელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს „ბარსელონა“ აწარმოებს, რომელსაც კესიეს უფასოდ დამატებით ნახევარდაცვის გაძლიერება სურს. წყარო იმასაც ამბობს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.
კესიეს „მილანთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან, რადგან ფრანკს არ აკმაყოფილებს ის ფინანსური შეთავაზება, რომელსაც მას „როსონერი“ სთავაზობს.
შესაბამისად, ფეხბურთელს „ბარსელონაში“ გადასვლა სრულიად უფასოდ შეეძლება.
მიმდინარე სეზონში კესიემ „მილანის“ მაისურით სერია ა-ში 16 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
„ბარსელონას“ გარდა, კესიეს გადაბირებით აქტიურად ინტერესდება ფრანგული „პარი სენ-ჟერმენიც“.
აქვე იმასაც დავამატებთ, რომ „ბარსამ" პრაქტიკულად შეათანხმა „ჩელსის" კაპიტნის, სესარ ასპილიკუეტას ტრანსფერიც, რომელიც გუნდს ზაფხულში ასევე უფასოდ უნდა შეუერთდეს, რადგან ლონდონელებთან ხელშეკრულება ეწურება.