ავტორიზაცია

ფოტო: რაშფორდი და ლინგარდი ბრიტანელ რეპერთან გადაღებული სურათის გამო გააკრიტიკეს

ფოტო: რაშფორდი და ლინგარდი ბრიტანელ რეპერთან გადაღებული სურათის გამო გააკრიტიკეს
თარიღი 26 Jan 2022, 02:29

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები, მარკუს რაშფორდი და ჯესი ლინგარდი მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ რეპერ Wiley-სთან გადაიღეს სურათი.

Daily Mail-ის ინფორმაციით, რეპერმა „ინსტაგრამზე“ ფეხბურთელებთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რომელიც მათ წინა კვირას დუბაიში გადაიღეს, მოგვიანებით, მან ფოტო სოციალური ქსელიდან წაშალა.

ფეხბურთელების გაკრიტიკების მიზეზი კი ის გახდა, რომ Wiley „ტვიტერზე“ ანტისემიტიზმის გამოა დაბლოკილი. მაგალითად, რეპერმა ებრაელებს „მშიშრები და გველები“ უწოდა.

ამის შემდეგ, რაშფორდმა და ლინგარდმა სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადეს და ხაზი გაუსვეს, რომ ანტისემიტიზმს მკაცრად ემიჯნებიან.