ავტორიზაცია

"სწორედ ეს გამოარჩევს სხვებისგან", - ნაგელსმანმა ლევანდოვსკის უკმაყოფილებაზე ისაუბრა

"სწორედ ეს გამოარჩევს სხვებისგან", - ნაგელსმანმა ლევანდოვსკის უკმაყოფილებაზე ისაუბრა
თარიღი 26 იან 2022, 02:32

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ბუნდესლიგის მე-20 ტურში „ჰერტას“ 4:1 დამარცხების შემდეგ აღნიშნა, რომ რობერტ ლევანდოვსკი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ აღნიშნულ მატჩში გოლი ვერ გაიტანა.

„სწორედ ეს გამოარჩევს მას. არსებობს ხალხი, რომელიც კმაყოფილდება იმით, რასაც ცხოვრებაში მიაღწია. თუმცა, ლევანდოვსკი მათ არ მიეკუთვნება.

ამიტომაც არის რობერტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ყოველ წელს საუკეთესო თავდამსხმელი ხდება.“ - აღნიშნა ნაგელსმანმა.

„ბაიერნი“ ბუნდესლიგაში 49 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „დორტმუნდს“ 6 ქულით უსწრებს. 

შემდეგ ტურში „ბაიერნი“ 5 თებერვალს ნაგელსმანის ყოფილ გუნდს „ლაიპციგს“ უმასპინძლებს.