ავტორიზაცია

მესი: "დღემდე არ ვიცი, რატომ დატოვა ნეიმარმა ბარსელონა"

მესი: "დღემდე არ ვიცი, რატომ დატოვა ნეიმარმა ბარსელონა"
თარიღი 26 იან 2022, 11:17

Netflix-მა საბოლოოდ გამოაქვეყნა დოკუმენტური სერიალი ნეიმარის ცხოვრებასა და პროფესიულ კარიერაზე. მასში ლეო მესი და ლუის სუარესი კომენტარს აკეთებენ ბრაზილიელის 2017 წელს "კამპ ნოუდან" წასვლაზე.

მესი: არ ვიცი ნეიმ ბარსა რატომ დატოვა. მას არასდროს უთქვამს ჩემთვის". სუარესი: "მე ვცადე მასთან დალაპარაკება, მაგრამ მას წასვლა უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი".

ნეიმარი გახდა პირველი მოთამაშე MSN-ის ტრიოში, რომელმაც "ბარსელონა" დატოვა. ის შეუერთდა "პარი სენ-ჟერმენს" მას შემდეგ, რაც მათ გაააქტიურეს მისი 222 მილიონი ევროს გამოსყიდვის პუნქტი.

ნეი და მესი ახლა "პსჟ"-ში არიან, სუარესი კი "ატლეტიკოში". აღნიშნული სამეული სრულიად დამსახურებულად ითვლება ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ ტრიოდ.