ავტორიზაცია

ვან დე ბეკისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

ვან დე ბეკისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა
თარიღი 26 იან 2022, 14:02

ავტორიტეტული ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს თქმით, "კრისტალ პალასმა" ოფიციალურად შესთავაზა დონი ვან დე ბეკს გუნდში განათხოვრების წესით გადმოსვლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელი ნახევარმცველით სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებული, მაგრამ "პალასი" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს "მანჩესტერ იუნაიტედთან".

"კრისტალ პალასის" მწვრთნელი, პატრიკ ვიეირა დაინტერესებულია ამ ტრანსფერით. "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა სეზონის ბოლომდე გაუშვას ვან დე ბეკი, მაგრამ მოიჯარე კლუბს ფეხბურთელის ხელფასის სრულად გადახდა ივნისამდე მოუწევს.

ფეხბურთელი ვარიანტებს განიხილავს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან უკვე უარყო "ნიუკასლის" შეთავაზება. მიმდინარე სეზონში ვან დე ბეკმა "მანჩესტერ იუნაიტედში" მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა, მათგან არცერთი პრემიერ ლიგაში.ჯამში მან კლუბში 14 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ერთი გოლი გაიტანა.