ავტორიზაცია

" მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველი, ღამე მშვიდობისა", - მბაპე ჰაკიმის ბრწყინვალე გოლს ეხმაურება

" მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველი, ღამე მშვიდობისა", - მბაპე ჰაკიმის ბრწყინვალე გოლს ეხმაურება
თარიღი 26 იან 2022, 17:22

„პსჟ-ს“ თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, თანაგუნდელ აშრაფ ჰაკიმის აფრიკის თასზე გატანილი შესანიშნავი ჯარიმიდან გატანილი გოლი მიულოცა.

ტურნირის 1/8-ფინალში მაროკოს ნაკრებმა მალავის 2:1 მოუგო, გამარჯვების გოლი კი ჰაკიმიმ ბრწყინვალე შორეული საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

„აშრაფ ჰაკიმი. მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველი. ყველას ღამე მშვიდობისა.“ - წერს მბაპე „ტვიტერზე“.

მაროკოელისთვის ეს პოსტი შეუმჩნეველი არ დარჩა და მატჩის შემდეგ, მან მბაპეს ფრანგულად უპასუხა: „მიყვარხარ“.