ავტორიზაცია

ბარსელონას მცველით ბორდო ინტერესდება, ტრანსფერი რეალურია

ბარსელონას მცველით ბორდო ინტერესდება, ტრანსფერი რეალურია
თარიღი 26 იან 2022, 17:26

„ბარსელონას“ მცველმა ოსკარ მინგესამ გუნდი შესაძლოა იანვრის ბოლომდე დატოვოს.

Marca-ს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ფრანგული „ბორდო“ იჩენს და კატალონიური გუნდი მზადაა ის იჯარით გაუშვას, რათა სახელფასო ჭერი შეამციროს.

კლუბები ამ ეტაპზე ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავენ. „ბარსა“ ფიქრობს, რომ ცენტრალური მცველის პოზიცია ამჟამად გუნდში სრულად არის დაკომპლექტებული და მინგესას წასვლა პრობლემას არ წარმოადგენს.

ხავის დანიშვნის შემდეგ ოსკარ მინგესას სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ ეძლევა - სასტარტო შემადგენლობაში ის მხოლოდ სამ მატჩში მოხვდა.