მორატა ბარსელონას უახლოვდება, იუვენტუსიდან და ატლეტიკოდან თანხმობაა
"ბარსელონა" ზამთარში "იუვენტუსის" თავდამსხმელის, ალვარო მორატას შეძენაზე უარს არ ამბობს. Diario Sport-ის ცნობით, ტურინული გუნდი და "ატლეტიკოც", რომელიც თავდამსხმელის უფლებებს ფლობს, მწვანე შუქს ანთებენ მის კატალონიურ გუნდში გადასვლას.
თავად მორატამ თავის აგენტს სთხოვა მოლაპარაკება გაემართა "ბლაუგრანა" ხელმძღვანელობასთან გარიგების პირობებზე, თუმცა "ბარსელონასთვის" დაბრკოლება ლა ლიგის ფინანსური ფეირ-პლეის წესებია.
კლუბი თავდამსხმელის ხელფასს ჯერჯერობით ვერ ათანხმებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ზამთარში "ბარსას" მთავარი მწვრთნელის, ხავის პრიორიტეტი ახალი თავდამსხმელის შეძენაა.
მორატა "იუვენტუსში" თამაშობს იჯარით მადრიდის "ატლეტიკოდან". "ბარსელონას" პრობლემების მოგვარების შემთხვევაში, ტრანსფერი იანვრის ბოლომდე შედგება.