ავტორიზაცია

ვლაჰოვიჩის ტრანსფერი შესაძლოა უახლოეს საათებში დაიხუროს - მორატას გადასვლა ბარსელონაში უფრო რეალური ხდება?

ვლაჰოვიჩის ტრანსფერი შესაძლოა უახლოეს საათებში დაიხუროს - მორატას გადასვლა ბარსელონაში უფრო რეალური ხდება?
თარიღი 25 იან 2022, 14:07

„ფიორენტინას“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოსაა.

La Nazione-ს ინფორმაციით, ტრანსფერი შესაძლოა უახლოეს საათებში დაიხუროს. „ფიორენტინა“ და „იუვენტუსი“ ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ.

როგორც იწერება, ტურინული გუნდი 21 წლის სერბი ფორვარდის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდის, ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი „იუვეს“ უკვე შეთანხმებული აქვს და ის წლიურად 7 მილიონ ევროს მიიღებს.

მიმდინარე სეზონში სერბმა თვდამსხმელმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ამ ტრანსფერმა შესაძლოა კარი გაუღოს ალვარო მორატას „ბარსელონაში“ გადასვლას, თუმცა ამ საკითხში ბევრი რამ „ატლეტიკოს“ პოზიციაზეც იქნება დამოკიდებული, რომელსაც არ სურს კონკურენტის გაძლიერება და მორატას „ბარსაში“ გაშვება.

ცნობისთვის, ალვარო მორატა დღემდე „ატლეტიკოს“ საკუთრებაა, „იუვეში“ კი იჯარით თამაშობს.