"სევილიაში სწორედ ამ ორი ადამიანის გამო მოვედი", - მარსიალის პირველი კომენტარი ტრანსფერის შემდეგ
ფრანგმა ფორვარდმა ანტონი მარსიალმა „სევილიაში“ გადასვლა შეაფასა.
ესპანურმა კლუბმა ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ინათხოვრა.
„სევილიაში ხუთი თვით გადმოვედი, სეზონის ბოლომდე, მაგრამ არასდროს არ იცი, რა მოხდება მომავალში, ამიტომ ვნახოთ.
ამ გუნდში მონჩის და ლოპეტეგის გამო მინდოდა გადმოსვლა. აქ იმისთვის ვარ, რომ ვითამაშო და დავამტკიცო თუ რა შემიძლია.“ - ციტირებს მარსიალის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
„ემიუმ“ ფრანგი შემტევი „სევილიაში“ მშრალი იჯარით გაუშვა, სეზონის ბოლოს ანდალუსიურ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვა არ შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ მარსიალის მიმართ ინტერესს „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ და „იუვენტუსიც“ იჩენდნენ, თუმცა მან თავად „სევილია“ აირჩია.
ანტონი „მან იუნაიტედში“ 2015 წელს „მონაკოდან“ 60 მლნ ევროდ გადავიდა.