ავტორიზაცია

პორტუს შემტევს ტოტენჰემში გადასვლა წინგადადგმულ ნაბიჯად არ მიაჩნია - ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

პორტუს შემტევს ტოტენჰემში გადასვლა წინგადადგმულ ნაბიჯად არ მიაჩნია - ტრანსფერი ჩაშლის პირასაა
თარიღი 26 იან 2022, 20:03

„პორტუს“ შემტევს ლუის დიასს „ტოტენჰემში“ გადასვლა არ უნდა.

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, კოლუმბიელ ფეხბურთელს „ტოტენჰემში“ გადასვლა წინგადადგმულ ნაბიჯად არ მიაჩნია და ფორვარდს იმედი აქვს, რომ უფრო სტატუსიან გუნდში შეძლებს გადასვლას.

როგორც ცნობილია, „დეზები“ „დრაკონებს“ დიასის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს სთავაზობდნენ და მოსაფიქრებლად 48 საათი მისცეს.

ლუის დიასი „პორტუში“ კოლუმბიური „ხუნიორიდან“ 7.2 მილიონ ევროდ 2019 წელს გადავიდა, გუნდთან კონტრაქტი მას 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.

„პორტუსთან“ გაფორმებულ კონტრაქტში დიასს გამოსასყიდი თანხაც აქვს მითითებული - 80 მილიონი ევრო.

პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატში დიასმა 18 მატჩში 14 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.