როდის დაბრუნდება ბენზემა? - ფრანგის ტრავმის ახალი დეტალები
კარიმ ბენზემა აპირებდა MRI-ს გავლას, რათა გაერკვია მარცხენა ფეხის კუნთების დაზიანების რეალური სიმძიმე. სამშაბათს დანიშნული სამედიცინო შემოწმება მოგვიანებით დღეს გადაინიშნა.
საბოლოოდ, ფრანგი თავდამსხმელი ტესტებს, მათ შორის MRI-ს არ გაივლის. ამრიგად, მარცხენა ფეხის ბარძაყის გამოკვლევის პირველი დიაგნოზი ოფიციალურია, თუმცა კლუბის მხრიდან სამედიცინო დასკვნა არ არსებობს.
პრინციპში, ბენზემა დაახლოებით 10 დღით იქნება მოედნის გარეთ და შესაძლოა, "ატლეტიკთან" თასის მატჩისთვის მზად იყოს. ანჩელოტი არ აპირებს ბენზემას რისკის ქვეშ დააყენებას.
მისთვის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩისთვის "პსჟ"-სთან დუელისთვის მზადყოფნაა. თამაში პარიზში 15 თებერვალს გაიმართება.