"ბენზემა მესის იცავს? მას პსჟ-ს თამაშები არ უნახავს", - პარიზელთა ყოფილი ფეხბურთელი

"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი ნახევარმცველი, ჟერომ როტენი კარიმ ბენზემას სიტყვებს ლიონელ მესის შესახებ გამოეხმაურა. მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა თქვა, რომ "პსჟ"-ს თავდამსხმელის კრიტიკოსებს ფეხბურთი არ ესმით.
"ბენზემა ამას იმიტომ ამბობს, რომ პსჟ-ს მატჩები არ უნახავს. იმიტომ რომ კარიმს რომ ენახა თამაშები, ცოტა კრიტიკული მაინც იქნებოდა. ჩვენთვის ნაცნობი მესი არ მოსულა პსჟ-ში.
ამიტომ კრიტიკა არის კონსტრუქციული, ის ყოველთვის არ არის უარყოფითი. იმის თქმა, რომ მესი ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის, თურმე ნიშნავს, რომ ფეხბურთი არ გესმის", - თქვა როტენმა RMC Sport-ზე.
შეგახსენებთ, რომ მესი "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ. არგენტინელის ანგარიშზე ლიგა 1-ში ჯერჯერობით ერთი გოლია.