ავტორიზაცია

რაულის, ნოიერის და ჰუნტელაარის გვერდით - კობიაშვილი შალკეს 21-ე საუკუნის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

რაულის, ნოიერის და ჰუნტელაარის გვერდით - კობიაშვილი შალკეს 21-ე საუკუნის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
თარიღი 26 იან 2022, 22:09

fussballtransfers-მა გელზერკირხენის "შალკეს" 21-ე საუკუნის საუკეთესო 11-ეული დაასახელა, რომელშიც ლევან კობიაშვილიც შევიდა. ყოფილი ქართველი მარცხენა ნახევარმცველი "ლურჯების" სიმბოლურ გუნდში მარცხენა მცველად არის განწესებული.

"მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, ნოიერი სწორედ შალკეში გაიზარდა. ცენტრალური მცველები - ჰოვედესი და ბორდონი, მარჯვნივ - დაუღლელი რაფინია, მარცხნივ კი კობიაშვილი.

ამ გუნდს ყოველთვის მაღალი დონის ნახევარმცველები ჰყავდა. თერთმეტეულს მიღმა ისეთი ფეხბურთელები დარჩნენ, როგორებიც ვილმოტსი და ლინკოლნი არიან.

სამაგიეროდ, სიაშია  რაული, ასევე გორეცკა, ფარფანი და ასამოა. რაც შეეხებათ თავდამსხმელებს - სანდმა გელზენკირხენში 103 გოლი გაიტანა. აქვეა ჰუნტელაარიც", - წერს გერმანული გამოცემა.

უკანასკნელად როდის იყო გავარდნილი შალკე უმაღლესი დივიზიონიდან?