ავტორიზაცია

"ვულოცავ საქართველოს, ღირსეული გუნდია!" - ბოსნიის ნაკრების მწვრთნელი

"ვულოცავ საქართველოს, ღირსეული გუნდია!" - ბოსნიის ნაკრების მწვრთნელი
თარიღი 26 იან 2022, 23:01

საქართველოს ნაკრებმა ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრები 2-1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ბოსნიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივო კრეზომ კომენტარი გააკეთა.

"ვულოცავ საქართველოს, ღირსეული მეტოქე იყო. ვაფასებ ჩემი ბიჭების გაწეულ სამუშაოს დღევანდელ მატჩში. როცა ვიგებდით, რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა, რომლითაც უპირატესობის განმტკიცება შეგვეძლო, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. პირველი გაშვებული ბურთის შემდეგ ძალიან ავირიეთ," - განაცხადა ივო კრეზომ.

იმ შემთხვევაში თუ ესპანეთი აზერბაიჯანს მოუგებს, ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ.