ავტორიზაცია

მანჩესტერის ლეგენდა: "მომწონს მაგუაირი, თუმცა მას ერთი სუსტი წერტილი აქვს"

მანჩესტერის ლეგენდა: "მომწონს მაგუაირი, თუმცა მას ერთი სუსტი წერტილი აქვს"
თარიღი 26 იან 2022, 23:36

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა გარემარბმა, ბრაიან რობსონმა ისაუბრა "წითელი ეშმაკების" ამჟამინდელი კაპიტნის და ცენტრალური მცველის, ჰარი მაგუაირის შესახებ.

"ჰარი მაგუაირი იმაზე უკეთესი მოთამაშეა, ვიდრე ხალხს ჰგონია", - თქვა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, ბრაიან რობსონმა მაიკლ ენტონი შოუს პოდკასტზე, იტყობინება Manchester Evening News.

"ჰარი კარგად თამაშობს ბურთთან, ის შედეგიანია ჰაერშიც. ერთადერთი, რაც მას აკლია, არის ცოტა სისწრაფე. კარგი სისწრაფის მინიჭება რომ შეიძლებოდეს მთლად გადასარევი იქნებოდა.

ღირსეული მოთამაშეა. მომწონს ეს ბიჭი. მაგუაირი მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი ყველაზე ყურადღების ქვეშ მყოფი მოთამაშეა კლუბის კაპიტნობისა და ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველის სტატუსის გამო", - განაცხადა რობსონმა.

ცენტრალურმა მცველმა ტრავმის გამო რამდენიმე თამაში გამოტოვა, თუმცა მან საკმაოდ წარმატებული შეხვედრა ჩაატარა ლონდონის "ვესტ ჰემ იუნაიტედის" წინააღმდეგ.