ავტორიზაცია

ლინეკერი: "იმედი მაქვს და მჯერა, რომ ხავი ბარსელონას ამ რთული პერიოდის დაძლევაში დაეხმარება

ლინეკერი: "იმედი მაქვს და მჯერა, რომ ხავი ბარსელონას ამ რთული პერიოდის დაძლევაში დაეხმარება
თარიღი 27 იან 2022, 00:26

„ბარსელონას“ და ინგლისის ნაკრების ექს-ფორვარდმა, გარი ლინეკერმა, ხავი ერნანდესზე ისაუბრა.

„ხავი გულშემატკივრებს და ქომაგებს შორის დიდი პატივისცემით სარგებლობს. რა თქმა უნდა, ახლა კლუბისთვის ბევრი მიზეზით რთული დროა, ამგრამ სიმართლე ის არის, რომ „ბარსას“ ბევრი კარგი ახალგაზრდა ჰყავს და მათთვის უკეთესი იქნება, თუ ხავი დაეხმარება.

ხავი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. იმედი მაქვს და მჯერა, რომ ის გუნდს რთულ პერიოდში დაეხმარება, წარმატებებს ვუსურვებ მას ამაში.“ - ციტირებს ლინეკერის სიტყვებს Mundo Deportivo.

ლა ლიგაში 21 ჩატარებული მატჩის შემდეგ „ბარსა“ 35 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი ჯგუფში ჩარჩა და ევროპა ლიგაზე გადავიდა, სადაც 1/16-ფინალში „ნაპოლის“ შეხვდება, თასის მერვედფინალში კი „ბილბაოსთან“ დამარცხდა (2:3).