"ახლანდელ ბარსელონას გრიზმანი იდეალურად მოერგებოდა", - მიროტიჩი
"ბარსელონას" ესპანელმა კალათბურთელმა, ნიკოლა მიროტიჩმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ანტუან გრიზმანი შესანიშნავად მოერგება ხავის ახლანდელ "ბარსელონას".
"ანტუანმა რატომღაც აქ ვერ აჩვენა ყველაფერი, რაც შეუძლია, მაგრამ ის თავის სფეროში ნამდვილი პროფესიონალია – უბრალოდ ისე არ წაუვიდა საქმეები, როგორც მას სურდა.
ანტუანს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ჩემი აზრით, ის ახლა შესანიშნავად მოერგებოდა ხავის გუნდს და მისი თამაშით ვისიამოვნებდით. ძალიან გვაკლია გოლები და მან იცის როგორ გაიტანოს.
შესაძლოა, ამ სიტყვებისთვის გამიკრიტიკონ, მაგრამ ასე ვფიქრობ", - ციტირებს მიროტიჩის სიტყვებს Mundo Deportivo. შეგახსენებთ, რომ გრიზმანი "ბარსელონას" საკუთრებაში დღემდე რჩება.