ავტორიზაცია

რა ელის ბარსელონას ხავის ხელში? - ლინეკერის ვარაუდი

რა ელის ბარსელონას ხავის ხელში? - ლინეკერის ვარაუდი
თარიღი 26 იან 2022, 21:27

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა კატალონიურ კლუბში არსებულ ვითარებაზე საკუთარი აზრი გააზიარა და მწვრთნელ xავის შესახებ ისაუბრა.

"სტილი ჩანს. ხავის პიროვნება გუნდშია აღბეჭდილი. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის პატივისცემა, რომელსაც მოთამაშეები ავლენენ ხავის მიმართ, რადგან ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.

გარდა ამისა, მას აქვს დიდი ცოდნა თამაშის შესახებ. დანარჩენმა მოთამაშეებმა განაცხადეს, რომ ისინი მას საუკეთესო მწვრთნელად ხედავენ. ყველამ ვიცით, რა რთულია ახლა ბარსელონაში მუშაობა.

ბარსას ახალგაზრდა ფეხბურთელების განსაკუთრებული ჯგუფი ჰყავს. ხავი იქნება მათ გვერდით აღზრდით, ხელმძღვანელობით და დახმარებით. ეს იდეალური ვარიანტია.

ეს ავტომატურად გამოიწვევს სწრაფ წარმატებას? ფაქტი არ არის, რადგან ფეხბურთელები ძალიან ახალგაზრდები არიან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული პერიოდი იყო ბარსელონასთვის.

ალბათ, ასე გაგრძელდება კიდევ ერთი წელიწადი, მე ვხედავ ძალიან ნათელ მომავალს", - თქვა ლინეკერმა "ბარსელონასა" და მისი ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელის შესახებ.

"გასახდელში ვტიროდი და მესი დამეხმარა", - ნეიმარმა ბარსელონაში პირველი სეზონი გაიხსენა