ავტორიზაცია

როგორ დასრულდა დემბელეს აგენტების და ხავის მორიგი შეხვედრა?

როგორ დასრულდა დემბელეს აგენტების და ხავის მორიგი შეხვედრა?
თარიღი 27 იან 2022, 00:30

„ბარსელონას“ შემტევის, უსმან დემბელეს აგენტები, მუსა სისოკო და მარკო ლიხტშტაინერი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხავი ერნანდესს შეხვდნენ.

Sport.es-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფრანგის წარმომადგენლებმა ესპანელ სპეციალისტს შეატყობინეს, რომ ფეხბურთელს „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება და გუნდში მრავალი წლით დარჩენა სურს.

აქამდე დემბელემ „ბარსელონას“ ახალი კონტრაქტის რამდენიმე შემოთავაზება გაისტუმრა უარით, რადგან მას არ აკმაყოფილებდა ის პირობები, რომელსაც კლუბი სთავაზობდა.

ამის შემდეგ, ხავიმ აღნიშნა, რომ დემბელეს ორი არჩევანი აქვს: ან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, ან გუნდი იანვარშივე დატოვოს.

მას მერე გუნდის დირექტორმა, მატეუ ალემანიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა და გუნდი დემბელეს გაყიდვას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეეცდება, თუმცა ფრანგი იმედს არ კარგავს და ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს.