"მე მას მამას ვეძახი, ის კი - შვილს", - როდრიგომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვის გვერდითაც უთამაშია
მადრიდის „რეალის“ შემტევმა, როდრიგო გოესმა, დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც ოდესმე უთამაშია.
ესპანეთის დედაქალაქში გადაბარგებამდე ბრაზილიელი შემტევი მშობლიური „სანტოსში“ თამაშობდა, რომლის აკადემიის აღზრდილიც გახლავთ.
„მოდრიჩი ერთხელ ჩემთან მოვიდა და მითხრა: „პატივი მეცი, იმიტომ რომ ასაკიდან გამომდინარე საერთოდ მამად გერგები. მას შემდეგ, მე მას მამას ვეძახი, ის კი - შვილს.
მის გვერდით თამაში ერთი სიამოვნებაა. ის არის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. თანაგუნდელთან ასეთ ურთიერთობაში ყოფნა - შესანიშნავია.“ - ციტირებს როდრიგოს სიტყვებს Sport.es.
მოდრიჩი „რეალის“ ფეხბურთელი 2012 წელს გახდა, როცა გუნდში „ტოტენჰემიდან“ გადავიდა და მისმა მადრიდულმა კარიერამ პიკს 2018-ში მიაღწია, როცა მან ოქროს ბურთის მოგება შეძლო.
საინტერესო ის არის, რომ 36 წლის მოდრიჩი მართლაც ზუსტად იმდენი წლის არის, რამდენიც როდრიგოს ბიოლოგიური მამა.