ავტორიზაცია

ფოტო: "ისევ გაიბრწყინებ, პატარა ძმაო", - მემფის დეპაიმ ანსუ ფატი გაამხნევა

ფოტო: "ისევ გაიბრწყინებ, პატარა ძმაო", - მემფის დეპაიმ ანსუ ფატი გაამხნევა
თარიღი 27 Jan 2022, 00:47

„ბარსელონას“ შემტევმა, მემფის დეპაიმ, თანაგუნდელი ანსუ ფატი გაამხნევა, რომელმაც „ბილბაოსთან“ თასის 1/8-ფინალურ მატჩში ტრავმა მიიღო.

„შენ კვლავ გაიბრწყინებ, პატარა ძმაო.“ - წერს ნიდერლანდელი „ინსტაგრამზე“. 

ამ დაზიანების შემდეგ ფატი დილემის წინაშე დადგა: გაიკეთოს ოპერაცია და გამოტოვოს 4-6 თვე, თუ კონსერვატიულად იმკურნალოს და 2 თვეში დაბრუნდეს, თუმცა ტრავმის გამიზეზების რისკი გაიზრდება. საბოლოოდ, ფატიმ მეორე ვარიანტი არჩია, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი დაჟინებით სთხოვდა ქირურგიული ჩარევით პრობლემის მოგვარებას.

Обращение Депая.