ფატის საყურადღებოდ: ანსუს არჩეული გზა, რომელიც უმტიტის წლების წინ კარიერის დანგრევად დაუჯდა
სამუელ უმტიტი ტრავმის რეციდივს 2018 წლიდან ებრძვის. ერთი წლით ადრე, ის გადავიდა "ბარსაში", ორ სეზონში 80-ზე მეტი მატჩი ჩაატარა კუნთების მცირე დაზიანებით.
ჩანდა, რომ კატალონიელებს მომავალი წლების განმავლობაში ჰყავდათ პერსპექტიული მცველი. 2017/18 წლების სეზონში კუნთის ტრავმის გამო მთელი ორი თვე გამოტოვა.
რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი მუხლთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აცნობეს. 2018 წლის სექტემბრის ბოლოს ფრანგი თვენახევრით ჩამოშორდა მოედანს.
ყველაფერი მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდა, ამიტომ კლუბმა ფეხბურთელს ოპერაცია შესთავაზა, მაგრამ უმტიტიმ კატეგორიული უარი თქვა, რომ ბევრი მატჩი არ გამოეტოვა.
ნოემბერში სამუელი დაბრუნდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ "პსვ"-სთან მატჩში მუხლის ტკივილი იგრძნო. კლუბმა ფეხბურთელს ოპერაცია კიდევ ერთხელ ურჩია, რაც მისთვის სეზონის დასრულებას ნიშნავდა.
უმტიტიმ კიდევ ერთხელ აირჩია კონსერვატიული მკურნალობა, მაგრამ ასეთი არყოფნაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ბევრს ენახა არა უმტიტი, არამედ მისი თანამემამულე კლემან ლანგლე, პიკესთან შეწყვილებული.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მადრიდის "რეალთან" გასვლითი მატჩი, სადაც ლანგლე-პიკეს წყვილი კატალონიელებს დაეხმარა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამარჯვებაში (1:0).
უმტიტიმ მომდევნო ორი სეზონი მუხლის ტრადიციული ტრავმებით დაიწყო. "ბარსელონაში" ხუთ წელზე ნაკლებ დროში ფრანგმა 12 ტრავმა მიიღო, 493 დღე გამოტოვა.
გასული ჩემპიონატის დაწყებამდე ესპანური მედია წერდა: კუმანმა უმტიტის უთხრა, რომ მისი იმედი არ ჰქონდა, მაგრამ მცველი დარჩა და 2021 წლის ზამთარ-გაზაფხულზე 12 მატჩში ითამაშა.
მან კონკურენცია ახალგაზრდებთანაც კი წააგო. მიმდინარე სეზონში ის მოედანზე მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა. დიახ, მან "ბარსასთან" კონტრაქტი უარესი პირობებით გაახანგრძლივა, მაგრამ კლუბს მის იმედი მაინც არ აქვს.