კონტრაქტის გახანგრძლივების მიუხედავად, ბარსელონა უმტიტის იჯარით გაშვებაზე მუშაობს
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს "ბარსელონა". Diario Sport წერს, რომ კატალონიური კლუბის პრიორიტეტი მომდევნო კვირაში რამდენიმე მოთამაშის გაშვება იქნება.
"ბარსას" მთავარი მიზანი მცველ სამუელ უმტიტისთან განშორებაა. ახალი კონტრაქტი 2026 წლამდე, რომელიც ამ ფეხბურთელთან რამდენიმე ხნის წინ დაიდო, არის წმინდა ფინანსური ტრანზაქცია.
ეს ნაბიჯი კლუბს საშუალებას აძლევდა მოეხდინა გარემარბ ფერან ტორესის რეგისტრაცია . ფრანგს გუნდში მომავალი არ აქვს. "ბარსელონას" სურს უმტიტი სეზონის ბოლომდე იჯარით გაუშვას, რათა მას ხელფასი არ გადაუხადოს.
ახალი კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ ის შემცირდა, ამიტომ სამუელის ხელფასის ახალი კლუბის მიერ აღების ალბათობა იზრდება. გარდა ამისა, წამსვლელებს შორის არის თავდამსხმელი, ლუკ დე იონგი, ფორვარდი, მემფის დეპაი და მცველი, სერჟინიო დესტი.