ბარსელონა დემბელესთან კონტრაქტის გაწყვეტაზე ამუშავდა
ცნობილი გახდა, როგორ შეუძლია "ბარსელონას" გაუმკლავდეს თავის პრობლემურ გარემარბ ოსმან დემბელეს, რომელმაც უარი თქვა კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე.
Diario Sport-ის ცნობით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტის შესაძლებლობას განიხილავს. ხელშეკრულება გათვლილია კიდევ ექვს თვეზე.
ამ შემთხვევაში "ბარსა" ფრანგის ხელფასს 1 თებერვლიდან შეუმცირებს, თუმცა ამას დემბელეს თანხმობა სჭირდება. თუ "ბარსამ" შეთანხმების გარეშე გააუქმა კონტრაქტი, მაშინ ოსმანს ექნება შესაძლებლობა სასამართლოს მიმართოს და ეს არ გამოიწვევს ეკონომიას.
აღსანიშნავია, რომ "ბარსას" მთავარი მწვრთნელი ხავი არ აპირებს სეზონის დარჩენილ მატჩებში ფრანგის გამოყენებაზე უარის თქმას. 41 წლის ფეხბურთელს გასახდელში პრობლემის შექმნა არ სურს.
გარდა ამისა, მას სურს დემბელეს გამოყენება, რადგან მასში ხედავს ნიჭიერ მოთამაშეს, რომელიც დაეხმარება გუნდს. "ბარსელონას" ჯერ არ უთქვამს უარი მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ალვარო მორატას ტრანსფერზე, რომელიც "იუვენტუსში" იჯარით თამაშობს.
გარიგება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კატალონიელები ხელფასების შემცირებას მოახერხებენ. კლუბში მიაჩნიათ, რომ ზამთარში დემბელეს წასვლა თავდამსხმელის გაფორმების საშუალებას მისცემთ.
გარდა ამისა, გარიგებას შესაძლოა ხელი შეუწყოს სერხი რობერტოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებამ ხელფასის შემცირებით. 24 წლის მარჯვენა ვინგერმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, 1 გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბარსელონას ახალგაზრდა ნახევარმცველმა 8 ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო