ავტორიზაცია

რა მოხდება, თუ დემბელე არც ახალ კონტრაქტს გააფორმებს და გუნდს არც იანვარში დატოვებს? ასეთი შეკითხვა აგენტმა ხავის დაუსვა

რა მოხდება, თუ დემბელე არც ახალ კონტრაქტს გააფორმებს და გუნდს არც იანვარში დატოვებს? ასეთი შეკითხვა აგენტმა ხავის დაუსვა
თარიღი 27 იან 2022, 01:19

25 იანვარს „ბარსელონას“ მთავარაი მწვრთნელი, ხავი, უსმან დემბელეს აგენტს მუსა სისოკოს პირველად შეხვდა.

Marca-ს ინფორმაციით, ესპანელმა ამ შეხვედრაზე აგენტს უთხრა, რომ „ბლაუგრანა“ ფეხბურთელის შენარჩუნებას ისურვებდა და ამის დასტურებად ის მოიყვანა, რომ კლუბი დემბელეს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, რომელიც მისმა მხარემ უარყო.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან, „ბარსამ“ ჩათვალა, რომ აჯობებს, თუ დემბელე გუნდს რაც შეიძლება მალე, ანუ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვებს.

მწვრთნელთან შეხვედრაზე სისოკომ იკითხა, რა მოხდება, თუ დემბელე კონტრაქტს არ გააფორმებს, მაგრამ გუნდს იანვარში არ დატოვებს, რაზეც ხავიმ მიუგო: თუ ორი ვარიანტიდან არცერთი არ შესრულდება, დემბელე „ბარსელონას“ მაისურით ვეღარასდროს ითამაშებს.

აგენტმა მწვრთნელს უთხრა, რომ დემბელეს სურს კლუბს დაეხმაროს, რომ ის მიმდინარე პროექტს მხარს უჭერს, რაც ვარჯიშებზე თავდაუზოგავი შრომით გამოიხატება.

წყარო აღნიშნავს, რომ შეხვედრა დაძაბული არ ყოფილა. პირიქით, ორივე მხარემ აღიარა, რომ აუცილებელია ამ საკითხის მაქსიმალურად სწრაფად გარკვევა.