ავტორიზაცია

"პირველზე ლევანდოვსკი უნდა დავაყენო", - ჰოლანდმა 2021 წლის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"პირველზე ლევანდოვსკი უნდა დავაყენო", - ჰოლანდმა 2021 წლის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 27 იან 2022, 01:26

დორტმუნდის „ბორუსიას“ ლიდერმა, ერლინგ ჰოლანდმა 2021 წლის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ „ფრანც ფუტბოლის“ ოქროს ბურთი ლეო მესის გადაეცა, ფიფამ კი წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა.

„2021 წლის სამი საუკეთესო ფეხბურთელი? პირველ ადგილზე ლევანდოვსკი უნდა დავაყენო, შემდეგ კი არის ბენზემა, რომელიც ასევე შესანიშნავი იყო, თუმცა მესიც ბრწყინვალეა.

შესაბამისად, ბენზემა და მესი მეორე და მესამე ადგილს იყოფენ.“ - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს ESPN.

ოქროს ბურთის ნომინაციაში კარიმ ბენზემა მეოთხე ადგილს დასჯერდა და მესისა და ლევანდოვსკის გარდა, სამეულში ადგილი ჟორჟინიოსაც დაუთმო.