ავტორიზაცია

"რაც ითქვა უკვე ითქვა", - ჰოლანდმა დორტმუნდის მიმართ მის მიერ ნათქვამი სიტყვები განმარტა

"რაც ითქვა უკვე ითქვა", - ჰოლანდმა დორტმუნდის მიმართ მის მიერ ნათქვამი სიტყვები განმარტა
თარიღი 27 იან 2022, 00:37

ერლინგ ჰოლანდმა „დორტმუნდთან“ ბოლო დროის ურთიერთობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

რამდენიმე კვირის წინ ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ღიად განაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე მხოლოდ ფეხბურთზე სურდა კონცენტრირება, საკუთარ მომავალზე ფიქრის გარეშე, თუმცა კლუბი ამის საშუალებას არ აძლევს და გადაწყვეტილების მიღებას დაჩქარებულად სთხოვს: ჰოლანდმა მალევე უნდა უთხრას „ბორუსიას“, აპირებს თუ არა ის გუნდში კიდევ დარჩენას, თუ კარიერას სხვაგან გააგრძელებს.

ამ სიტყვებმა „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობაში გაკვირვება გამოიწვია და მათმა დირექტორმა ამის შესახებ ღიადაც განაცხადა, რომ თავდამსხმელისგან ასეთ საუბარს არ ელოდნენ:

„ჩემი კომენტარი „დორტმუნდის“ მხრიდან წამოსულ ზეწოლაზე? ვგრძნობდი, რომ დრო იყო რაიმე მეთქვა. ბევრი სხვა ადამიანი ლაპარაკობდა და მეც გადავწყვიტე ეს გამეკეთებინა.

ახლა კიდევ უფრო მეტის დამატება ნამდვილად აღარ მინდა. რაც ითქვა, უკვე ითქვა და ცხოვრება გრძელდება.“ - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.