ავტორიზაცია

"დორტმუნდი ჩემზე ზეწოლას ახდენს, ამაზე არასდროს მილაპარაკია", - ჰოლანდი ხმაურიან განცხადებას ავრცელებს

"დორტმუნდი ჩემზე ზეწოლას ახდენს, ამაზე არასდროს მილაპარაკია", - ჰოლანდი ხმაურიან განცხადებას ავრცელებს
თარიღი 15 იან 2022, 11:59

დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰალანდმა გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის მატჩში "ფრაიბურგთან" (5:1) გამანადგურებელი გამარჯვების შემდეგ უპასუხა კითხვას საკუთარ მომავალზე.

ამ შეხვედრაში თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა. "ბორუსიამ ზეწოლა მოახდინა ჩემზე, რომ მომავალი სეზონისთვის გადაწყვეტილება მივიღო. უბრალოდ ფეხბურთის თამაში მინდა.

ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ მალე მომიწევს ზომების მიღება. ამაზე აქამდე არასდროს მილაპარაკია, რადგან კლუბს პატივს ვცემ", - ციტირებს ჰოლანდს ტვიტერში ჟურნალისტი იან ოგე ფიორტოფტი.

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 21 წლის ჰოლანდმა 13 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. თავდამსხმელს კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, Transfermarkt თავდამსხმელს 150 მილიონ ევროდ აფასებს.