ავტორიზაცია

"ახლა ვლაჰოვიჩის ჯერი დადგა - ვინმე ამიხსნის რატომ ამარაგებს ფიორენტინა იუვენტუსს?", - იტალიის ექს-პრემიერი

"ახლა ვლაჰოვიჩის ჯერი დადგა - ვინმე ამიხსნის რატომ ამარაგებს ფიორენტინა იუვენტუსს?", - იტალიის ექს-პრემიერი
თარიღი 27 Jan 2022, 11:14

ფლორენციის ყოფილმა მერმა, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეო რენციმ "იუვენტუსში" "ფიორენტინას" თავდამსხმელის, დუშან ვლახოვიჩის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

"ვლახოვიჩზე ნუ ხუმრობ, შეიძლება წყობილებიდან გამოვიდე. მოდი საპრეზიდენტო არჩევნებზე ვილაპარაკოთ თუ სხვა რამეზე, უბრალოდ არ დამძაბო, დღეს გლოვის დღეა.

15 წლის ვიყავი, როცა რობერტო ბაჯო გაყიდეს. საკმარისია ბიჭებო. რატომ აძლევს ფიორენტინა ყველაფერს იუვენტუსს? ბერნარდესკი, კიეზა... მაშინ სხვა კლუბებშიც წავიდნენ", - ამბობს რენცი.

შეგახსენებთ, რომ ვლაჰოვიჩის "იუვენტუსში" ტრანსფერის გაოფიციალურებას წინ აღარაფერი უკლია. სერბი თავდამსხმელის ტურინში გადმოსვლა უახლოეს პერიოდში დაიხურება.