ავტორიზაცია

VIDEO: რა უთხრა ავთანდილ ასათიანმა ბიჭებს ბოსნიასთან მოგების შემდეგ?

თარიღი 27 იან 2022, 11:45

საქართველოს ნაკრებმა ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრები 2-1 დაამარცხა.

ამავე ჯგუფში ესპანეთისა და აზერბაიჯანის მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა და "ჯვაროსნებმა" 1/4 ფინალში გასვლა ოფიციალურად გაინაღდეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ მიმართავს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი ბიჭებს გასახდელში, ბოსნიასთან მოგების შემდეგ. მაშინ არ ვიცოდით ოფიციალურად, რომ ჯგუფიდან ვიყავით გასული.

ჯგუფის ბოლო მატჩს 29 იანვარს ესპანეთის წინააღმდეგ გავმართავთ. ფრედ დასრულებული შეხვედრის შემთხვევაშიც კი 1/4 ფინალში ხორვატიას შევხვდებით, წაგების შემთხვევაში - რუსეთის ნაკრებს.