VIDEO: მიქაუტაძეს გოლ-შედევრამდე სულ ცოტა დააკლდა - ქართველმა მეტოქე მცველებს თავბრუ დაახვია!
"სერენისა" და "ბეერსხოტის" შეხვედრაში ანგარიში მე-40 წუთზე მასპინძლების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ პენალტით გახსნა და ამით შეწყდა მისი უგოლო 6-მატჩიანი სერია.
ქართველი ფორვარდის დარტყმული ბურთი ძელსაც მოხვდა, დამატებაზე კი იუსეფ მაზიზმა ყველას დასწრო. დარჩენილ დროშიც ლიეჟელთა შემტევი ძალიან აქტიური იყო.
ბელგიური გუნდის ცხრიანმა რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, ერთი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაუთვალეს, ხოლო დამატებით დროში ის გააფრთხილეს.