ავტორიზაცია

მეცის ქომაგები მიქაუტაძე-მაზიზის დუეტზე: "ჩვენი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელები ჩვენს გუნდში არ თამაშობენ"

მეცის ქომაგები მიქაუტაძე-მაზიზის დუეტზე: "ჩვენი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელები ჩვენს გუნდში არ თამაშობენ"
თარიღი 10 Jan 2022, 21:39

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე "მეცის" საკუთრებაში იმყოფება და "სერენის" შემადგენლობაში ის მიმდინარე სეზონის ბოლომდე განათხოვრებით თამაშობს.

ქართველმა თავდამსხმელმა ალღო აუღო როგორც პროქსიმუს ლიგას, ისე იუპილერსაც, რომელშიც ლიეჟელები გასულ წელს აღზევდნენ. "წითლების" საკუთრებაში მყოფი ფორვარდის სტატისტიკა ნამდვილად შთამბეჭდავია:

ბელგიაში გადასვლის შემდეგ მან 42 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა. "სერენის" ცხრიანის შედეგიანობა არ გამოპარვიათ "მესინელთა" გულშემატკივრებს, რომლებიც მის დაბრუნებას ახლაც ითხოვენ.

"მეცის ორი საუკეთესო ფეხბურთელი ამ გუნდში არ თამაშობს. მიქაუტაძეს იუპილერ ლიგაში შვიდი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს, მაზიზს კი 6-6 ბურთი და ასისტი, რა მაგარი დუეტია", - წერს ტვიტერის ფეიჯი სახელად Globe Football Trotter-ი.

გრანდ-ესტური გუნდის ლიგა 1-ში წარუმატებელი გამოსვლის გათვალისწინებით, 21-წლის შემტევის ლიეჟიდან დაბრუნება მართლაც აქტუალურია. თავად განსაჯეთ:

საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებული 20 შეხვედრის შემდეგ, "სტად სენ-სიმფორიენის" ბინადრები 16 ქულით არიან ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე. ამასთან ერთად, ფრედერიკ ანტონეტის შეგირდებს სულ რაღაც 23 ბურთი აქვთ გატანილი.

მიქაუტაძეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ფრანგი, რომელიც ბორდოსა და ნანტში მუშაობდა