ავტორიზაცია

მიქაუტაძეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ფრანგი, რომელიც ბორდოსა და ნანტში მუშაობდა

მიქაუტაძეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ფრანგი, რომელიც ბორდოსა და ნანტში მუშაობდა
თარიღი 04 Jan 2022, 13:49

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "სერენს", რომლის შემადგენლობაში თამაშობს გიორგი მიქაუტაძე, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ლიეჟელები იან-ლუის გარსიამ ჩაიაბარა.

ფრანგი დამრიგებელი სხვადასხვა დროს მუშაობდა "ბორდოში", "ნანტში", "ლანსში" და "ანჟერში", მისი უკანასკნელი კლუბი კი "ნანსი" იყო. ფეხბურთელებოს პერიოდში, ბელგიური გუნდის ახალი თავკაცი "მონაკოშიც" ირიცხებოდა.

59-წლის მთავარმა მწვრთნელმა "შავ-წითლებთან" 1.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. როგორც ცნობილი ხდება, "სერენის" ხელმძღვანელობა მიზნად სეზონის გადარჩენას ისახავს.

იუპილერ ლიგაში ჩატარებული პირველი წრის შემდეგ, ლიეჟელები 19 ქულით ბოლოსწინა ადგილზე არიან. ბელგიელებმა უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან ყველა დათმეს.

რაც შეეხება ქართველ თავდამსხმელს, მიმდინარე სეზონში მან "შავ-წითლების" შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო 19 შეხვედრაში, რომელშიც 11 გოლი გაიტანა.