"რა გინდათ, რომ გითხრათ ბარსელონას შესახებ?", - მორატა შესაძლო ტრანსფერზე კომენტარს აკეთებს
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა. ესპანელი ფორვარდი კატალონიაში გადაბარგებასთან რეალურად ახლოს არის.
"არ ვიცი, რა გინდა, რომ გითხრა ტრანსფერის შესახებ", - თქვა ალვარო მორატამ, როდესაც ჰკითხეს "ბარსელონას" ინტერესზე. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი ამჟამად მადრიდში იმყოფება.
ის ელოდება თავის აგენტს "ბარსაში" გადასვლის გარიგების დასრულებას. გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" თავდამსხმელის 18 თვიანი იჯარით მიღება სურს სავალდებულო გამოსყიდვის გარეშე.
მის სანაცვლოდ "ატლეტიკოს" 30 მილიონი ევროს მიღება სურს. მიმდინარე სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა "იუვენტუსში" 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.