ავტორიზაცია

ლოკომოტივის ყოფილი ჰოლანდიელი ნახევარმცველი კარიერას რუსეთის მეორე ლიგაში გააგრძელებს

ლოკომოტივის ყოფილი ჰოლანდიელი ნახევარმცველი კარიერას რუსეთის მეორე ლიგაში გააგრძელებს
თარიღი 27 იან 2022, 15:53

Матч ТВ-ს ინფორმაციით, თბილისის ლოკომოტივის ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი, ულად-ომარ იმრანი კარიერას ვოლგოგრადის "როტორში" გააგრძელებს.

მაროკოული წარმოშობის ნიდერლანდელი ჰავბეკი რუსულ კლუბთან 1.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ "ლურჯების" ახალწვეულმა ქართული კლუბი დატოვა რამდენიმე კვირის წინ.

24-წლის შუახაზელი "რკინგზელებს" დაემშვიდობა კლუბში დაწყებული ფინანსური კრიზისის შემდეგ. იმრანმა "ლოკომოტივის" შემადგენლობაში საერთო ჯამში ჩაატარა 51 მატჩი, გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 9 ასისტი.

მაროკოელი ნიდერლანდელი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 400 ათას ევროს შეადგენს, თუმცა "როტორში" ის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის.

ვოლგოგრადულ კლუბში ულად-ომარის თანაგუნდელები იქნებიან ბექა ქავთარაძე, ილია ბერიაშვილი, ნიკა ყიფიანი და გიორგი მახათაძე. აქვე დავამატებთ, რუსული კლუბი ამჟამად მეორე ლიგაში გამოდის.