ავტორიზაცია

რონალდუს შემცვლელად მოდის - იუვენტუსში ვლაჰოვიჩის ნომერიც უკვე ცნობილია

რონალდუს შემცვლელად მოდის - იუვენტუსში ვლაჰოვიჩის ნომერიც უკვე ცნობილია
თარიღი 27 იან 2022, 16:19

თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი "ფიორენტინადან" "იუვენტუსში" გადასვლასთან ახლოსაა. ტურინულ კლუბში სერბს შეუძლია აიღოს მე-7 ნომერი, რომლითაც მანამდე კრიშტიანუ რონალდუ გამოდიოდა.

ამის შესახებ Tuttosport-ის დღევანდელი ნომრის პირველი გვერდიდან ვიგებთ. "ფიორენტინაში" ვლაჰოვიჩი ატარებს 9 ნომერს, მაგრამ "იუვენტუსში" ის ალვარო მორატას ეკუთვნის.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ესპანელმა ზამთარში კლუბი შეიცვალოს, ამიტომ დუშანს ამ ნომრის აღების სურვილის შემთხვევაში ზაფხულამდე მოუწევს ლოდინი.

ვლაჰოვიჩმა ტურინში უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, მაგრამ ჯერ თავდამსხმელს კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის გავლა სჭირდება. ფეხბურთელი გასულ კვირას დაინფიცირდა, ხვალ ის ახალ ტესტს გაივლის.