ავტორიზაცია

პსჟ-მ სასურველი ფეხბურთელის შესაძენად ერთ-ერთი ნახევარმცველი უნდა გაყიდოს

პსჟ-მ სასურველი ფეხბურთელის შესაძენად ერთ-ერთი ნახევარმცველი უნდა გაყიდოს
თარიღი 27 იან 2022, 18:57

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველ ტანგი ნდომბელესადმი ინტერესს ინარჩუნებს.

მიუხედავად ამისა, 25 წლის ფეხბურთელის შესაძენად პარიზელებმა ჯერ თავიანთი ნახევარმცველებიდან ერთ-ერთი უნდა გაყიდონ.

"დეზები" მზად არიან ფრანგი იჯარით გაუშვან, მაგრამ "პსჟ"-ს მისი ანაზღაურების სრულად დაფარვა მოუწევს, იქამდე კი სახელფასო ხარჯების შემცირება.

ამისათვის პარიზულმა კლუბმა თავისი ერთ-ერთი ნახევარმცველი უნდა გაუშვას, მაგრამ ეს რთული იქნება, რადგან წასვლას არავინ არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში ნდომბელემ ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.