ავტორიზაცია

"რონალდუ თუ მესი? სალაჰი თუ შენი ცოლი?", - ლოვრენმა გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა

"რონალდუ თუ მესი? სალაჰი თუ შენი ცოლი?", - ლოვრენმა გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა
თარიღი 27 იან 2022, 19:11

სანქტ-პეტერბურგი "ზენიტის" ცენტრალურმა მცველმა, დეიან ლოვრენმა სოციალურ ქსელში გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა.

– ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც გითამაშია?

– ბევრი მაგარი მოთამაშე ყოფილა. კარიმ ბენზემას დავასახელებ.

– ვინ გენატრება "ლივერპულიდან" ყველაზე მეტად?

– მო და მო.

– გენატრება მო?

– 200%.

– დაასახელე სალაჰთან დაკავშირებული საყვარელი მომენტი?

– როცა ყავის ფული გადამიხადა.

– რას ფიქრობთ იმ უპატივცემულობაზე, რომელსაც შენი მეგობარი მო სალაჰი აწყდება, როცა საქმე ჯილდოების გადაცემას ეხება?

– გაკვირვებული არ ვარ. მაგრამ ეს არის ცხოვრება, წინ მივდივართ. ეს იცის.

– სალაჰი თუ შენი ცოლი?

– რთული არჩევანია.

– მესი თუ რონალდუ?

– CR7.

– დე ბრუინი თუ ოზილი?

– ამჟამად კევინ დე ბრუინი.

– საუკეთესო მომენტი "ლივერპულში"?

– "დორტმუნდის" კარში გატანილი გოლი 92-ე წუთზე, - წერს ლოვრენი სოციალურ ქსელში.