ავტორიზაცია

პრიორიტეტი ჰოლანდია — ზაფხულისთვის ბარსელონას სამიზნეთა სიაში კიდევ 5 ფეხბურთელია

პრიორიტეტი ჰოლანდია — ზაფხულისთვის ბარსელონას სამიზნეთა სიაში კიდევ 5 ფეხბურთელია
თარიღი 27 იან 2022, 19:26

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ზაფხულისთვის შემადგენლობის გაძლიერების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.

როგორც ესპანურ მედიაში იწერება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დირექტორი, მატეუ ალემანი დაცვის, ნახევარდაცვისა და თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.

პრიორიტეტული სამიზნე "დორტმუნდის" ფორვარდი, ერლინ ჰოლანდია, მაგრამ კატალონიელებს მისი ტრანსფერის გაჩარხვა გაუჭირდებათ, ფინანსური ასპექტებისა და სხვა კლუბების მხრიდან არსებული კონკურენციის გათვალისწინებით.

ნახევარდაცვის გასაძლიერებლად "ბლაუგრანა" ფრანკ კესიეს გადაბირებას გეგმავს, რომელსაც "მილანთან" კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება. ალტერნატიული ვარიანტი დენის ზაქარიაა ("გლადბახი"), ეს უკანასკნელი სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება.

მცველებს შორის კი "ბარსელონას" შორტ-ლისტში სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი"), ხოსე გაია ("ვალენსია") და ნიკლას ზულე ("ბაიერნი") არიან.