ავტორიზაცია

ფოტო: კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ურეკავს დემბელეს აგენტი "Leonardo Psg-ს"

ფოტო: კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ურეკავს დემბელეს აგენტი "Leonardo Psg-ს"
თარიღი: 27 იან 2022, 19:38

"ბარსელონას" გარემარბის, უსმან დემბელეს აგენტი, მუსა სისოკო გუშინ კატალონიაში ჩაფრინდა, იტყობინება El Chiringuito.

აეროპორტში კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ურეკავს სისოკო "Leonardo Psg"-ს ("ლეონარდო "პსჟ"). საუბარია პარიზელთა სპორტულ დირექტორ ლეონარდოზე.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენს" 24 წლის ფეხბურთელის გადაბირება უნდა და "ბარსას" შემტევის წარმომადგენელთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს.

მოგეხსენებათ, დემბელე და "ლურჯ-ბროწეულისფრები" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან, რის გამოც ფრანგი მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მიმდინარე სეზონში უსმანმა, რომელიც "ბარსელონაში" 2017 წლიდან ირიცხება, მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

იხილეთ ფოტო: