ავტორიზაცია

დეტალებიც გაირკვა — ადამა ტრაორეს ბარსელონაში დაბრუნება გადაწყვეტილი ამბავია

დეტალებიც გაირკვა — ადამა ტრაორეს ბარსელონაში დაბრუნება გადაწყვეტილი ამბავია
თარიღი 27 იან 2022, 20:10

კატალონიის "ბარსელონა" "ვულვერჰემპტონს" გარემარბის, ადამა ტრაორეს იჯარაზე შეუთანხმდა, იტყობინება ფაბრიციო რომანო.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი წერს, 26 წლის ესპანელი კატალონიურ გრანდში სამედიცინო შემოწმებას ხვალ, 28 იანვარს გაივლის.

ამასთანავე, "ბლაუგრანას" საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ ტრაორეს კონტრაქტის შესყიდვის უფლება ექნება - 30 მილიონ ევროდ (+ ბონუსები).

აღსანიშნავია, რომ  "ლურჯ-ბროწეულისფრები" 30 ივნისამდე ადამას ხელფასს სრულად დაფარავენ.

მოგეხსენებათ, ტრაორე სწორედ "ბარსელონას" აღზრდილია, მიმდინარე სეზონში მან "ვულვერჰემპტონის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.