ავტორიზაცია

ბარსელონას ტრაორეს ყიდვა შესთავაზეს, თავად ფეხბურთელი თანახმაა - რა პოზიცია უკავია კლუბს?

ბარსელონას ტრაორეს ყიდვა შესთავაზეს, თავად ფეხბურთელი თანახმაა - რა პოზიცია უკავია კლუბს?
თარიღი 27 იან 2022, 14:37

ვულვერჰემპტონის გარემარბმა, ადამა ტრაორემ შესაძლოა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. Diario Sport-ის ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა "ბარსელონას" შესთავაზა 26 წლის ფეხბურთელი.

საუბარია ოსმან დემბელეს ალტერნატივაზე, რომელთანაც კლუბი კონტრაქტს ვერ ახანგრძლივებს. მენდეშმა შესთავაზა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ტრაორეს სავალდებულო გამოსყიდვით იჯარით აყვანა და ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმება.

"ბარსა" აფასებს შესაძლებლობას, მაგრამ "იუვენტუსიდან" ალვარო მორატას ტრანსფერი ხავისთვის პრიორიტეტად რჩება. ტრაორე ჯერ კიდევ დეკემბერში დათანხმდა გადასვლას.

ეს მოხდა "ბარსას" წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს. ტრანსფერის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ადამა "ბარსას" მხოლოდ ზამთარში შეუერთდება, თუ დემბელე კლუბს 31 იანვრამდე დატოვებს.

თუ ეს არ მოხდა, ტრაორეს ტრანსფერი ზაფხულშია შესაძლებელი. მენდეშმა კატალონიელებს განუცხადა, რომ "ვულვერჰემპტონს" ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 22 მილიონი ევროს მიღება სურს.

გარიგება შეიძლება უფრო იაფი დაჯდეს, თუ მასში შევა ნახევარმცველი, ფრანსიშკუ ტრინკაუ, რომელიც ამჟამად "ვულვზში" თამაშობს განათხოვრების წესით "ბარსადან".