ორი მთავარი ფაქტორი, რომელიც მორატას ბარსელონაში გადასვლას უშლის ხელს
"ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი, ალვარო მორატა, რომელიც ამჟამად იჯარით "იუვენტუსში" ირიცხება, "ბარსელონაში" გადასვლისგან ჯერჯერობით შორსაა.
როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, 29 წლის ესპანელს კატალონიურ გრანდში გადასვლა უნდა.
მიუხედავად მორატას სურვილისა, "როხიბლანკო" თავისი ფეხბურთელის მორიგი არენდით გაშვების წინააღმდეგია.
რაც შეეხება "ბარსელონას", "ლურჯ-ბროწეულისფრები" ფორვარდის დარეგისტრირებას ვერ მოახერხებენ, სანამ რომელიმე ფეხბურთელს არ გაყიდიან. ამჟამად მორატას აგენტები სხვადასხვა ვარიანტის ძიებაში არიან.
მიმდინარე სეზონში მორატამ "იუვენტუსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 29 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასიც გააკეთა.