"დღესდღეობით, ყველა ფეხბურთელს უნდა პსჟ-ში გადმოსვლა", - რამოსმა მიზეზი განმარტა
"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურმა მცველმა, სერხიო რამოსმა პარიზული კლუბის შესახებ ისაუბრა.
"კარგ ფორმაში ვართ და ყველა ტიტულის მოგებისკენ ვისწრაფვით", - ციტირებს ესპანელი უკანახაზელის სიტყვებს Marca.
"შესანიშნავი გუნდია, არც თუ ისე დიდი ისტორია გააჩნია, მაგრამ სამაგიეროდ უნიკალური პროექტი აქვს. დღესდღეობით, ყველა ფეხბურთელს უნდა "პსჟ"-ში გადმოსვლა".
"მეც იგივე ამბიციები მაქვს - გამარჯვების გაგრძელება მსურს", - დასძინა რამოსმა.
მოგეხსენებათ, 35 წლის მცველი "პარი სენ ჟერმენს" გასულ ზაფხულს მადრიდის "რეალიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.