"ჩემი საყვარელი საკვები უკვე წელიწადია არ მიჭამია", - ჰოლანდმა საყვარელი სასმელიც გაამხილა
"დორტმუნდის" თავდამსხმელმა, ერლინ ჰოლანდმა თავისი საყვარელი საკვებისა და სასმელის შესახებ ისაუბრა.
"ქაბაბი ძალიან მიყვარს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას მუდმივად მივირთმევ, ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც არ მიჭამია - ერთი წელიც კი. თუმცა, ჩემი საყვარელი საჭმელია".
– რომელია შენი საყვარელი სასმელი?
"პინა კოლადა", - განუცხადა 21 წლის ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა Football Daily-ს.
პინა კოლადა ტკბილი კოქტეილია, რომელიც მზადდება: რომისგან, ქოქოსის რძისა და ანანასის წვენისაგან.