ავტორიზაცია

ბარსელონამ დემბელეს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მის აგენტს მოთხოვნით მიმართა

ბარსელონამ დემბელეს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მის აგენტს მოთხოვნით მიმართა
თარიღი: 27 იან 2022, 21:43

"ბარსელონას" გარემარბმა, უსმან დემბელემ კატალონიური გრანდის რიგები შესაძლოა ამ ზამთარსვე დატოვოს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Cadena SER-ი იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გენერალური დირექტორი, ფერან რევერტერი და კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, რაფა იუსტე ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

აღინიშნება, რომ 24 წლის ფრანგს "ბარსაში" დარჩენა და კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, მაგრამ ხელმძღვანელებმა მას კლუბის დატოვება მოსთხოვეს, რადგან სიტუაცია უკიდურესად გართულებულია.

"ბარსელონამ" დემბელეს აგენტს, მუსა სისოკოს მისი კლიენტით დაინტერესებულ კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყება სთხოვა. კატალონიელები მზად არიან უსმანი ამ ზამთარს მისაღებ ფასად გაყიდონ.

ფეხბურთელის გარემოცვამ დაადასტურა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მისი "ბარსადან" წასვლა შესაძლებელია.

მიმდინარე სეზონში დემბელემ კატალონიური გრანდის რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.