ავტორიზაცია

"რაღაც სმაილები გამოგვიგზავნა და დაგვბლოკა", - Transfermarkt-მა რონალდუს უკმაყოფილების მიზეზი გაამხილა

"რაღაც სმაილები გამოგვიგზავნა და დაგვბლოკა", - Transfermarkt-მა რონალდუს უკმაყოფილების მიზეზი გაამხილა
თარიღი 27 იან 2022, 22:04

ვებგვერდ Transfermarkt-ის კოორდინატორმა, კრისტიან შვარცმა გაამხილა, თუ როგორ დარჩა ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ პორტალზე მისი სატრანსფერო ღირებულებით.

შეგახსენებთ, 2020 წლის მარტში, ჯერ კიდევ "იუვენტუსში" თამაშისას, 36 წლის პორტუგალიელმა ინსტრაგრამზე Transfermarkt-ის ექაუნთი დაბლოკა.

"ამჟამად ასაკია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი შეფასებისას. კრიშტიანუ რონალდუ ასაკოვანი ფეხბურთელია, ლიონელ მესის მსგავსად, ამიტომაც მათი ფასი მხოლოდ ასაკის გამო დაიკლებს. თუნდაც ისეთივე კარგები იყვნენ, როგორც სამი წლის წინ, სამი წლით გაიზარდნენ".

"რონალდუმ სოცქსელებში ჩვენს ბიჭებს შეტყობინება გამოუგზავნა. მას უპასუხეს, მიზეზები აუხსნეს და უთხრეს: "თქვენს ასაკობრივ ჯგუფში ლიდერი ხართ". სხვაობა სადღაც 30-50 მლნ ფუნტი იყო ".

"ამის შემდეგ რონალდუმ რაღაც სმაილები გამოგვიგზავნა და დაგვბლოკა", - განუცხადა შვარცმა The Athletic-ს.