ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში 100-მილიონიან ტრანსფერს გაჩარხავს?!

მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში 100-მილიონიან ტრანსფერს გაჩარხავს?!
თარიღი 27 იან 2022, 22:41

"მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება უნდა.

მანიკუნიანელთა მთავარი მიზანი ჩამშლელის დამატება იქნება. ერთ-ერთ ფეხბურთელი, რომელმაც "ეშმაკუნების" ყურადღება მიიპყრო, "ვესტ ჰემის" ლიდერი, დეკლან რაისია.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა Manchester Evening News-ი იტყობინება, "ემიუს" ლონდონური კლუბისთვის დაახლოებით 100 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

იმ შემთხვევაში, თუ რაისის ტრანსფერი განხორციელდება, "იუნაიტედი" ზაფხულში სხვა ნახევარმცველს აღარ იყიდის, მაგრამ კლუბი 2023 წელს ეცდება ნახევარდაცვის ხაზის ხელახლა გაძლიერებას.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ინგლისელმა პრემიერ ლიგაში "ვესტ ჰემის" მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.