ავტორიზაცია

დემბელე შეეგუა იმ ფაქტს, რომ მისთვის უმჯობესია ბარსელონადან ამ ზამთარსვე წავიდეს — სად გადავა ფრანგი?

დემბელე შეეგუა იმ ფაქტს, რომ მისთვის უმჯობესია ბარსელონადან ამ ზამთარსვე წავიდეს — სად გადავა ფრანგი?
თარიღი 27 იან 2022, 23:07

"ბარსელონას" გარემარბმა, უსმან დემბელემ შესაძლოა კატალონიური გრანდი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვოს.

როგორც "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 24 წლის ფრანგს აცნობეს, მისთვის უმჯობესია ახლავე წავიდეს, თუ ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს.

უსმანი დარჩენის შემთხვევაში "ბლაუგრანას" რიგებში აღარ ითამაშებს, ამიტომაც შეეგუა იმ ფაქტს, რომ ჯობია ამ ზამთარსვე შეიცვალოს სამუშაო ადგილი.

ამ დროისთვის, მხარეები დემბელესთვის კარიერის გაგრძელების ვარიანტებზე მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანი "პარი სენ ჟერმენია".

თავის მხრივ, "ბარსელონასთვის" უსმანის გაშვება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კლუბს ახალი ფეხბურთელების მიწვევის საშუალებას მისცემს.

მაგალითად, "ბლაუგრანა" ალვარო მორატასა ("იუვენტუსი") და ადამა ტრაორეს ("ვულვერჰემპტონი") ტრანსფერებზე მუშაობს.

მიმდინარე სეზონში დემბელემ კატალონიური გრანდის რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.